DT
 

Here are my pages. Waiting for your comments.

Add to Favorites
 
* What is new?
* About me
* Pages
* Chat
* Counter
* Friends
* Tags
* Polls

Interesting websites
Visitors
Calendar
<
May 2012
>
MTWTFSS
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
I have no friends
Top commentators
georgia-1 DT
Comments: 8
Other sites
mihay93 Mihai Capatina
giupban NguyenThang
suiethaniel666 Sui Ethaniel
dadel1 د/عادل يوسف عبدالله أبوغنيمة
phamchibinh pham chi binh
Most commented entries
Subscription
E-mail: 
Back to homeDT / Pages / General / შენ გაირყვნები

შენ გაირყვნები

0.00 (0)

შენ გაირყვნები 

შენ გაირყვნები...აშკარა არი...
ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.
შენი სხეული ნაქანდაკარი
ხელიდან ხელში წავა ფარულად.

შენ გაირყვნები როგორც ბიანკა,
მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა...
შენ გაირყვნები ....ო, ისე ტლანქად,
როგორც არავინ გარყვნილა ჯერა!

შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,
დაგეწურება მკერდი მტევნებად-
და სადაც წახვალ- ვით ქუჩის ძაღლი,
სიძვა, მრუშება აგედევნება.

მოგენატრება ეს სიყმაწვილე,
როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად,
და იტყვი: "რისთვის დავანაწილე,
მე სიყვარული ხარისხეულად!

რა მომელოდა და რა დამარქვეს!
ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები?
სულის სალაროს რათა ვხდი სარქველს,
რისთვი ვინთები, რისთვის ვიგზნები?"

მაგრამ თუ შემხვდი, ო სულის მეფავ,
სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს-
მოვალ და ჩემის ხელით ავკრიფავ
მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს.

არც გადაკრული, არც საყვედური,
მკერდში ჩაგიკრავ , გულს დაგპირდები,
მე ბედნიერი და უბედური
წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები.

გეტყვი რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ,
მომიახლოვდი...მომეცი ხელი.......
თუ პირველობა მე არ მაღირსე,
ვიქნები მაინც უკანასკნელი. 

1928წ ი. გრიშაშვილი 



Comments: 6 Views: 2055 [History of changes] Size:2909 byte
Last changes are made by: georgia-1 DT 116 days ago 03.02.2012 18:04:30
Posted byText

georgia-1 Send a message
DT
შენ გაირყვნები
878 days ago 03.01.2010 10:22:27 Quote('4974079','4974079','7','628')">Report spam

შენ გაირყვნები

შენ გაირყვნები, აშკარა არის
ვჭვრეტ შენს დაცემას წინასწარულად 
შენი სხეული ნაკანდაკარი, ხელიდან ხელში წავა ფარულად

შენ გაირყვნები როგორც ბიანკა, მე ესე ვიცი, მე ესე მჯერა
შენ გაირყვენბი ო ისე ტლანქად, როგორც არავინ გარყვნილა ჯერა 
შეკვეცილ გრძნობით სხვის ნებას დაღლი, დაგეწურება მკერდი მტევნებად 
და სადაც წახვალ ვით ქუჩის ძაღლი, სიძვა მრუშობა აგედევნება

მოგენატრება ეს სიყმაწვილე, როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად 
და იტყვი რატომ დავანაწევრე, მე სიყვარული ხარისხეულად
რა მომელოდა და რა დამარკვეს, 
ნუთუ ეს არის ჩემი მიზნები
სულის სალაროს რადა ვხდი სარკველს, რისთვის ვინთები რისთვის ვიღგზნები 

მაგრამ თუ გნახე ო სულის მეფევ
სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს
მოვალ და ჩემი ხელით ავკრიფავ
მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს

არც ჩამოკრული, არც საყვედური
გულში ჩაგიკრავ, სულს დაგპირდები
მე უბედური და ბედნიერი გულში ჩაგიკრავ და ავტირდები

გეტყვი რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ, გამომიწოდე მომეცი ხელი 
თუ პირველობა მე არ მაღირსე, ვიქნები მაინც უკანასკნელი


georgia-1 Send a message
DT
489 days ago 27.01.2011 10:06:31 Quote('4974079','4974079','7','752')">Report spam

მთიელო, მთაში გაზრდილო,

ხმალს როდი მოგიშივდება.

ომში შეხვალ და გამოხვალ,

გული არ შაგიშინდება.

სისხლისა ნაგუბარზედა

ფეხი არ მოგიცურდება.

უკან დახევა არ იცი,

სისხლი რო შაგიხურდება



georgia-1 Send a message
DT
489 days ago 27.01.2011 10:13:24 Quote('4974079','4974079','7','753')">Report spam

მდუმარე ლაშქარი

ჰეი, საით მიდის მდუმარე ლაშქარი,
სისხლიან აბჯარში მჯდარი,
არაგვის ტოტივით დამშრალი,
ფეხქალამნიანი ჯარი?

– ბატონი არ ჰყავდათ ერთგულებს მეფეთა
და ლაშქარს მედროშედ ვინ უდგას თავში?
– სამასნი არიან... და სამას ლეგენდას
შავი ანგელოზი მიუძღვის ცაში...

მამულო, ეგების სიკვდილშიც ფხიზლობენ
ლაშარის, ლომისის, გუდანის ყმები,
შეგუებულან მარადისობას,
როგორც ქარქაშებს ხმლები...


georgia-1 Send a message
DT
?
450 days ago 06.03.2011 19:26:05 Quote('4974079','4974079','7','755')">Report spam

simTvraleSi lesac vambob
mters vuxareb aravis
xan witeli Rvino momwons 
xanac mwvane manavis
nabaxusevs wyali misvams
sisxliani aragvis
erti gogo semiyvarda 
... 
g tabidze 



georgia-1 Send a message
DT
388 days ago 08.05.2011 13:37:32 Quote('4974079','4974079','7','759')">Report spam

წინ, მეეტლევ! 
ეგ ცხენები გააქანე, გააქანე! 
მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხულის მთები მწვანე, 
მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა 
ოკეანე... 
წამიყვანე! 
მთები! როგორ შვენის მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი, 
როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭვირვალე, როგორც ბროლი. 
ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი, 
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი. 
კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს, 
ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს, 
წყარო, კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება, 
დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება. 
და ჩანჩქერი, მთით ნასხლეტი, დაფერილი დილის სხივით, 
ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით. 
ვდგავარ მთაზე... და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა 
და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა. 
ვხედავ სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს, 
ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს. 
ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე... რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში, 
არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში, 
არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი, 
არსად ისე არ გადმოხეთქს უკმარობის ნიაღვარი, 
და არსად მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით, 
ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით. 
ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში, 
როგორც ლერწამ-ქალწულები აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში. 
და, მეეტლევ, 
თუ მათ ალერსს ვერ ვეღირსე, გეთაყვანე, 
საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე... 
მაშ, გარეკე ეგ ცხენები, 
სადმე შორს, შორს წაიყვანე, 
გამაქანე, 
გამაქანე!


georgia-1 Send a message
DT
116 days ago 03.02.2012 18:04:30 Quote('4974079','4974079','7','928')">Report spam

ყველას რადა ჰკლავ,სიკვდილო,
რად არ თვითონა ჰკვდებიო?!
შენ ვერც ბუნება გაშინებს,
ვერც ეს დიდრონი მთებიო,
რამდენი გმირი ჩაყლაპე,
შენ მაინც ვერა ძღებიო,
ერთიღა დაგრჩა -სახელი,
ვერაფერს ვერ უშვრებიო.
სახელს ვერ მოსპობ ვერც შენა,
ვერც საუკუნო წლებიო,
სახელი ქვეყნადა რჩება,
მიწას - ლეში და ძვლებიო.
ორივესა ჰყავ პატრონი,
ვერცერთს ვერ შაეხებიო,
გმირებს ნუ დაეჭიდები,
სიკვდილო, დამარცხდებიო!

Login Password
advanced... ( / Registration )

Subject

In the text you can use Wiki or HTML tags.




Who is active on the site?
Anonymous: 5, Registered: 0 (?)

Abuse | Hosted by MyLivePage | | Design by NoMe | © Kolobok smiles, Aiwan